Foto

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი წინასწარ განსაზღვრავს, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს როდის მოაწერს

კრემლს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ როდის მოაწერს ხელს რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება, „სავარაუდოდ, დადებითი ფაქტია“.

„მუშაობა ორ დელეგაციას შორის ვიდეოკონფერენციის გზით მიმდინარეობს. პროცესი რთულია. სამუშაოს გაგრძელების ფაქტი დადებითია. ჯერ არ გვინდა პროგნოზების გაკეთება, დაველოდებით. სანამ ხელშესახები შედეგები არ იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.